კორეელი მამაკაცი მძღოლების ავარიისგან დახსნას ცდილობდა, თუმცა თავად 2-ჯერ გადაურჩა სიკვდილს - ვიდეო

ეს პერსონა

სამხრეთ კორეაში სასოწარკვეთილი მამაკაცი მძღოლების ავარიისგან დახსნას ცდილობდა, თუმცა ამ კეთილი ზრახვის განხორციელებისას  2-ჯერ გადაურჩა სიკვდილს.

შემთხვევა სეულთან ახლოს მდებარე გზატკეცილზე მოხდა, სადაც ლიპყინულის გამო ავარია მოხდა. 21-მდე მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგად სამი ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ცდილობს, სხვა მძღოლები ავარიას გადაარჩინოს. ის მათ ანიშნებს, გაჩერდნენ. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთი მანქანის შეჩერების მცდელობისას მამაკაცი გზაზე დაეცა, თუმცა მან დროულად მოახერხა ჯერ ერთი, შემდგომ მეორე მანქანისგან თავი დაეხსნა.

 

0
0
1
2
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top