დავით ზალკალიანი ლონდონში, ლიდერთა შეხვედრების ფარგლებში, გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს

ეს პერსონა

დავით ზალკალიანი ლონდონში ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაში მონაწილეობა არის საქართველოს ნატოსთან განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასმა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში. ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატოსთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. 2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა." - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, საქართველო არის ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top