დავით ზალკალიანი: რუსული ოკუპაციის პროცესი გრძელდება

ეს პერსონა

"ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, რუსული ოკუპაციის პროცესი გრძელდება" - ასე მიმართა დავით ზალკალიანმა ლონდონში გამართულ ნატოს-ს ლიდერთა შეხვედრის მონაწილეებს.

"ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, რუსული ოკუპაციის პროცესი გრძელდება. ასევე გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების მოწყობის პროცესი საოკუპაციო ხაზზე. ხალხს იტაცებენ და არალეგალურად ჰყავთ დაკავებული. რიგითი ადამიანები იტანჯებიან. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი ქართველი ექიმი გაიტაცეს და არალეგალური პატიმრობა მიუსაჯეს. ის ახლაც პატიმრობაშია და ვცდილობთ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას. ეს არის ის, რაც საქართველოში ყოველდღე ხდება. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ამაზე საპასუხოდ მხარდამჭერთა კონსოლიდაციას ვცდილობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top