საქსტატის მონაცემებით, ფასები მომატებულია რძის ნაწარმზე 15,4%, პურპროდუქტებზე 11,9%, ხორცზე 13,1% -ით

ეს პერსონა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 3 დეკემბერს ახალი მონაცემები წარადგინა. 

ყველაზე მაღალი ფასების ზრდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს შეეხო.

როგორც აღმოჩნდა, წლიური ინფლაციის დონე 0,7 პროცენტი, ხოლო ნოემბრის ინფლაცია  ოქტომბერთან შედარებით 0,9 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით მიზნობრივი ინფლაციის დონე 3 პროცენტია.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასი გაზრდილია 13,4%-ით ხილი და ყურძენი (30.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.4 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: გაიზარდა 3.1%, ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: გაიზარდა 7.4%-ით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).

 

 

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top