"მუდამ გახსოვდეთ საქართველო" - დავით ზალკალიანმა ლონდონში ვაჟა გაფრინდაშვილზე და ახალგორის ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლონდონში,  ნატოს ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ ფორუმზე „ნატოს ჩართულობა“ სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ამ ჭრილში მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას და ოკუპაციას. მინისტრმა ასევე ვაჟა გაფრინდაშვილსა და ახალგორის ჰუმანიტარულ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება. 

„შავ ზღავზე სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობა;

ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე რთული ვითარებაა. ადამიანები იდევნებიან და მათ უკანონოდ აკავებენ. ახლაც გატაცებულია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ამ ფაქტის შესახებ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია. ჩვენ სახეზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ საკითხებზე, ჩვენ ახლაც აქტიურად ვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას”, - აღნიშნა ზალკალიანმა. 

მინისტრის განცხადებით, საქართველო ნატოს წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია გაწევრიანებისათვის:

“ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორცილებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა, საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოსგან”.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: “მუდამ გახსოვდეთ საქართველო”.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top