თურქეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეების ბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ეს პერსონა

ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, თურქეთისა და ბრიტანეთის  მოქალაქეების თ.ჩ.-ს, ზ.ა.-სა და ს.ე.-ს კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (440 აბი და 11 კაფსულა) და ფსიქოტროპული (208 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა. გამოძიება 260_ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top