გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ეს პერსონა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ხარისხის  შემოწმების  შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. უწყების ცნობით, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა.

"ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. 28 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე და ვაშლიჯვარში - 1.3-ჯერ, ვარკეთილსა და ქ.ბათუმში - 1.4-ჯერ, თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.7-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ - 1.9-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.4-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, 29 ნოემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე და ,,ილიას ბაღში“ - 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.1-ჯერ, 30 ნოემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.7-ჯერ, ვარკეთილში - 1.2-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ - 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.3-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.1-ჯერ და ვაშლიჯვარში - უმნიშვნელოდ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული. პირველ დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ. რუსთავში - 1.2-ჯერ, ხოლო ორ და სამ დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირდა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.3-ჯერ. ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: პეტრე ქავთარაძის ქუჩა №42, №122 საჯარო სკოლასთან; პეტრე ქავთარაძის ქუჩა №27, კერძო სკოლა აისთან; სახოკიას ქუჩა, კერძო სკოლა ახალ ლიცეუმთან; ნუცუბიძის პლატო მე-4მკ/რ, №102 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top