კახა კალაძე: შემიძლია, წავიტრაბახო, რომ თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება

ეს პერსონა

პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და ერთ-ერთი საუკეთესო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე დაწყებულია ავტობუსების ჩანაცვლებისა და მეტროსადგურების მოწესრიგების პროექტები.

"შემიძლია, წავიტრაბახო, როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ავტობუსები. პარალეურად, მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მართლა ძალიან მაგარია, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს. რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები. ასევე მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებლია, გარდა იმ რებილიტაციისა, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით, გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით,  რადგან გვინდა, მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, რომ ჭერი თავზე ჩამოგვენგრა. ყველაფერი კეთდება ხარისხიანად, ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადგურები იყოს მოწესრიგებული, განახლებული და ადამიანებმა ნორმალურ, ცივილურ და თანამდროვე პირობეში შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top