კახა კალაძე: ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული

ეს პერსონა

თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ დაუსვეს კითხვა და ფაქტის შეფასება სთხოვეს, რაზეც კალაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„მოსკოვში გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული“.

ცნობისთვის, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გუშინ შვილთან ერთად გაემგზავრა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top