ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის მოხმარებისა და იმპორტის პროგნოზი შეამცირა

ეს პერსონა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარებისა და იმპორტის პროგნოზი შეამცირა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ 30 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით, 2019 წელს მთლიანი მოხმარება 13 282.1 მილიონი კვტ.სთ იქნება, რაც ნაკლებია აგვისტოში (13776.9 მილიონი კვტ.სთ) და გასული წლის ბოლოს (14 832.1 მილიონი კვტ.სთ) დამტკიცებულ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება იმპორტს, ახალი საპროგნოზო მაჩვენებელი 1 545 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენს, რაც ნაკლებია აგვისტოში (1 700 მილიონი კვტ.სთ) და გასული წლის ბოლოს (2 820.5 მილიონი კვტ.სთ) დამტკიცებულ გეგმაზე.

ახალი პროგნოზით, საქართველოში წელს იმპორტის მოცულობა, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 2.5 პროცენტით გაიზრდება.

ამასთან, წინა დოკუმენტთან შედარებით, შემცირდა ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების გეგმა, თბოელექტროსადგურების კი, გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის ბალანსში ცვლილების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კლიმატური პირობებია. ამასთან, თბილი ამინდების გამო შედარებით დაბალი იყო ელექტროენერგიის მოხმარება და იმპორტი. ასევე, შემცირებულია ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top