ანგელა მერკელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს ვლადიმერ პუტინთან განიხილავს

ეს პერსონა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილავს. გერმანიის კანცლერი, მომდევნო კვირაში „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინს საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებს.

„ჩვენ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ვერ დავინახეთ რუსეთის სურვილი, დაგვხმარებოდა ამ მკვლელობის გარკვევაში. მე რუსეთის პრეზიდენტს შემდეგ კვირაში შევხვდები და ვისაუბრებთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსული კვალი იკვეთება. 4 დეკემბერს გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top