საქართველოში წელს 27 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა

ეს პერსონა

საქართველოში 27 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა და 2020 წლის დასაწყისშიც ამავე რაოდენობის შემოტანა იგეგმება. 

"მომავალი წლის დასაწყისში კიდევ შემოვა 27 ათასი ტონა ხორბალი, რომელიც მიეწოდა ღია, გამჭვირვალე საფასო პოლიტიკის მეშვეობით საქართველოს წისქვილკომბინატებს", - ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი. 

ხანიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა, არამხოლოდ ხარისხიანი ხორბლისგან ნაწარმოებ პურს მიიღებს, არამედ მონეტიზების შედეგად ამოღებული თანხები მთლიანად მეცხოველეობის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკული ხორბლის შემოტანა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის "სურსათი-პროგრესისათვის" ფარგლებში განხორციელდა და ის სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო.

ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O'Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

წყარო: BM
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top