ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლები 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებენ

ეს პერსონა

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, პირველი დეკემბრიდან 15 მაისამდე, თვეში 700 მ3-ის ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს. მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე თვეში გამოუყენებელი საშეღავათო ბუნებრივი აირი მომდევნო თვეში გამოიყენოს. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, შეღავათით მოსარგებლე აბონენტების, სააღრიცხვო ბარათებზე, ყოველი თვის დასაწყისში, შეღავათის შესაბამისი ლიმიტი ასახოს.

გამოყენებული ბუნებრივი აირის ეკონომიკის სამინისტრო აანაზღაურებს. უწყების ბიუჯეტში, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებისთვის, 8 მილიონი ლარია გაწერილი. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top