"სკოლიდან გასაგდები კი არა, პირდაპირ ციხეში დასაჭერია" - ბაია პატარაია

ეს პერსონა

უფლებადამცველი ბაია პატარაია ქუთაისის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სკოლიდან გასაგდები კი არა, პირდაპირ ციხეში დასაჭერია ეგ მასწავლებელი. ბავშვებს ისე ურტყამენ და ექცევიან, როგორც ცხოველებს. ცხოველებს რას უშვრებიან ამ ქვეყანაში კიდე ჩემზე კარგად იცით.
ერთი დიდი მოძალადე ერი ვართ, სადაც ყველა ყველას ურტყამს და დასჩხავის თავზე და მერე კიდევ გვიკვირს ერთ-ერთი ყველაზე უბედური ერი როგორ ვართ ამ დედამიწაზეო. არადა ვართ გამოკითხვების მიხედვით.
ჰოდა, გაჭირვებული და ღარიბები კი ვართ, მაგრამ საერთოდ არ ამართლებს გაჭირვება ბავშვის და ცხოველის, ან გინდაც ქალის ცემას და სიძულვილს. ტოტალურად უსიყვარულო ერი ვართ, აი, არავინ არ გვიყვარს...", - წერს პატარაია. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში, 8 წლის მოსწავლეს მასწავლებელმა სცემა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top