ლევან კობერიძე: სიტუაციის რადიკალიზაცია და შედეგად ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემო "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს

ეს პერსონა

დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა და ეს მხოლოდ ორ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" აწყობს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს. 

"სიტუაციის რადიკალიზაცია, დაპირისპირება და შედეგად ორპოლუსიან პოლიტიკური გარემო აწყობს მხოლოდ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას - ორ მდიდარ პარტიას, რომლებიც ერთმანეთს კვებავენ ურთიერთბრალდებებით და ცდილობენ ქვეყანა მიიყვანონ ქუჩის დაპირისპირების ფონზე ვადამდელ არჩევნებამდე.

- ვადამდელი არჩევნები არის ყველაზე დიდი საფრთხე, ის ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას და ეს უნდა ავირიდოთ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად !", - წერს კობერიძე. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top