„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი: ბაბუაჩემის გასვენებაზე უფრო მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, ვიდრე ამ აქციაზე

ეს პერსონა

„ბაბუაჩემის გასვენებაზე უფრო მეტი ადამიანი იყო შეკრებილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ქუთაისში ოპოზიციის მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ოფისთან იყვნენ შეკრებილები და ოპოზიციონერი ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობას აკვირდებოდნენ.

„როცა არ უნდა მოხვიდეთ, თითქმის სულ ოფისში ვართ. ყველანაირად ვემიჯნებით ძალადობას. დღეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, უბრალოდ, გამოვედით, ვაკვირდებოდით რამდენი იქნებოდნენ, დაგვაინტერესა. აქ ქუთაისელი იქნებოდა ალბათ 20-30 ადამიანი, მეტი - არა. დანარჩენი ჰყავთ რეგიონებიდან ჩამოყვანილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა.

0
1
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top