დასახელდა ემიგრაციისთვის ყველაზე კარგი და ცუდი ქალაქები

ეს პერსონა

საერთაშორისო ექსპერტებმა ემიგრაციისთვის ყველაზე კარგი და ცუდი ქალაქები დაასახელეს. რეიტინგის პირველი ოთხეული აზიურმა ქალაქებმა დაიკავეს.

Expat City Ranking 2019-ის რეიტინგში 82 ქალაქი მოხვდა, რომელთა შორის საუკეთესო ტაიბეი აღმოჩნდა. ტაივანის დედაქალაქს უკვე მეორე წელია გადასასვლელად საუკეთესო ადგილად ასახელებენ. ექსპერტების განმარტებით, ექსპატებმა (მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად) ტაიბეის მაღალი შეფასება მისცეს ცხოვრების ხარისხისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო, ასევე ბევრს მოსწონს ქალაქის ჯანდაცვის სისტემა. გარდა ამისა, ემიგრანტთა 96%-მა განაცხადა, რომ ტაიბეიში თავს დაცულად გრძნობენ.

ემიგრაციისთვის საუკეთესო ქალაქების top 10 ასე გამოიყურება:

1. ტაიბეი (ტაივანი)

2. კუალა-ლუმპური (მალაიზია)

3. ხოშიმინი (ვიეტნამი)

4. სინგაპური (სინგაპური)

5. მონრეალი (კანადა)

6. ლისაბონი (პორტუგალია)

7. ბარსელონა (ესპანეთი)

8 ცუგი (შვეიცარია)

9. ჰააგა ( ნიდერლანდები)

10. ბაზელი (შვეიცარია)

რაც შეეხება ემიგრაციისთვის ყველაზე ცუდ ქალაქებს, ანტირეიტინგში აშშ-ის სამი და იტალიის ორი ქალაქი მოხვდა. ექსპატებისთვოს ყველაზე ცუდი ქალაქი ელ-ქუვეითი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ელ-ქუვეითმა ფინანსური კეთილდღეობის მხრივ მე-7 ადგილი დაიკავა, ადაპტაციასთან (მათ შორის დისკრიმინაციასთან) დაკავშირებულმა სირთულეებმა ის რეიტინგის ბოლოში გადაიყვანა. რომთან და მილანთან დაკავშირებით რესპოდენტებმა გამოჰყვეს ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორებიცაა სამსახურის ძიებისა და  საკუთარი ბიზნესის შექმნის საშუალების ნაკლებობა, ბიუროკრატია, მაღალი გადასახადები, ინფრასტრუქტურის საერთო მდგომარეობა და სხვა. იმავე პრობლემებს ექსპატები აწყდებიან ამერიკულ ქალაქებშიც.

ემიგრაციისთვის ყველაზე ცუდი ქალაქების ტოპ-10 კი ასეთია:

73.იანგონი (მიანმარი)

74.ნიუ-იორკი (აშშ)

75. ლიმა (პერუ)

76. ლოს-ანჯელესი (აშშ)

77. სან-ფრანცისკო (აშშ)

78. პარიზი (საფრანგეთი)

79. ლაგოსი (ნიგერია)

80. მილანი (იტალია).

81. რომი (იტალია)

82. ელ-ქუვეითი, ქუვეითი

 Expat Insider 2019-ის გამოკითხვაში 20 000-ზე მეტმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა. მათ 1-დან 7 ქულამდე ქალაქური ცხოვრების 25-ზე მეტი ასპექტი შეაფასეს.

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top