პროკურორი: ნიკა გვარამია საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს

ეს პერსონა

 „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას  საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გვარამია სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, "რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს".

„ნიკა გვარამიას მოწმის სახით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხავენ. რაც შეეხება დაკითხვას, მას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის გამომძიებელი. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფი „საიდუმლო“, შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top