კახა კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბერს სრულად აღდგება

ეს პერსონა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბერს აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა facebook-ის პირდაპირი ეთერიდან გააჟღერა. მისივე თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო აღნიშნულ ქუჩაზე 8 იანვრამდე იქნება შეჩერებული.

"დილით უკვე მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა კავსაძის ქუჩაზე. დილიდანვე დაიწყება სამუშაოები და ზეგიდან უკვე შესაძლებელი იქნება ავტომობილებით გადაადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 8 იანვრამდე შევაჩეროთ სამუშაოები, რადგან ახალი წლები მოდის. ძალიან დატვირთული იქნება ქალაქი და იმის გამო რომ არ გამოვიწვიოთ უხერხულობა. გავაჩერებთ დროულად სამუშაობს და 8 იანვრიდან გავაგრძელებთ უკვე ვაკის პარკის ტერიტორიამდე ანალოგიურ სამუშაოებს თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით, გამწვანებით და აშ."- გააცხადა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაზაფხულზე მთლიანად იქნება დასრულებული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top