ანგელა მერკელი 14 წლის განმავლობაში პირველად ეწვია სისასტიკით ყველაზე მეტად ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკს

ეს პერსონა

ანგელა მერკელი მისი თოთხმეტწლიანი კანცლერის სტატუსის ქვეშ მოღვაწეობის განმავლობაში წელს პირველად ეწვია ადოლფ ჰიტლერის სისასტიკით ყველაზე ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკს პოლონეთში.

"ვგრძნობ უდიდეს სირცხვილს იმ ბარბაროსული დანაშაულებისთვის, რომელიც აქ გერმანელებმა ჩაიდინეს. ოსვენციმი იყო გერმანელების ბანაკი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნო ეს ფაქტი. ჩვენ, გერმანელები ვართ დავალებული მსხვერპლთა მიმართაც და საკუთარი თავის მიმართაც“, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის ლიდერმა პოლონეთის პრემიერ მინისტრისა და ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სამარცხვინო კარიბჭეში გაიარა, რომელსაც ნაცისტური წარწერა "Arbeit Macht Frei" (სამუშაო გათავისუფლებს) აქვს.

კარიბჭის გავლის შემდეგ გერმანიის კანცლერს ის ადგილი აჩვენეს, სადა ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს  1,1 მლნ ადამიანი მოკლეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top