დმანისში ჩასულ ალეკო ელისაშვილსა და მის თანამოაზრეებს ადგილობრივმა მაჟორიტარმა ბანერები დაახვედრა

ეს პერსონა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილსა და მის თანამოაზრეებს  ბანერები დაახვედრა.

კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში ელისაშვილი დმანისში კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავს. როცა ის ქალაქში ჩავიდა, მას დახვდა დიდი ბანერი წარწერით „სტუმარტმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციისა და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“.

ბაზარში კი ოპოზიციას დახვდა პლაკატები წარწერით „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.

 

 

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top