"ზამთარში ჩაიცვით ისეთი ფერადი შარვლები როგორსაც ანუკი არეშიძე იცვამს" - რუსული ვოგი

ეს პერსონა

დიზაინერ ანუკი არეშიძეზე არაერთ უცხოურ პრესას დაუწერია, მათ შორის მოხვდა რუსული VOGUE . 

„ანუკი არეშიძეს მუქი ფერების გამოყენება, ძირითადად, ფოტოფილტრებში ურჩევნია და იშვიათად - გარდერობში. მის ინსტაგრამზე პირქუში რომანტიკა მეფობს, ხოლო კარადაში - მაქსიმალური სიხასხასე. ახალგაზრდა ქალი  ცისარტყელის ყველა ფერის შარვლებს, ქვედაბოლოებს, პალტოებსა და სხვა ნივთებს ირჩევს. ერთ-ერთ ბოლო ფოტოზე თბილისის პირველი ლედი მილანის ქუჩების ფონზე პოზირებს წითელ ქურთუკსა და მოზეფირო-ვარდისფერ შარვალში, რომელიც ჩექმებშია ჩატანილი. ეს იმდენად მაგრად გამოიყურება, რომ მინიმუმ ერთი-ორჯერ ამის გამეორება ღირს. ამიტომ, თავისი მკაცრი შავი შარვლები გვერდზე გადადეთ და ყურადღება გაამახვილეთ ზამთრისთვის მხიარულ და უჩვეულო ვარიანტებს“, - წერს რუსული VOGUE.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top