საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს ლევან სურგულაძე ტოვებს?

ეს პერსონა

გავრცელებული ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს.

ინფორმაციას არ ადასტურებენ საპენსიო სააგენტოში, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვეტილება მიღებულია და ამის შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.

ლევან სურგულაძე თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. ის კონკურსის დროს რვა კანდიდატს შორის შეირჩა და hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებული იყო, რომ დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნებოდა.

ლევან სურგულაძეს მიღებული აქვს ბაკალავრის და მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხები ფიზიკაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ფიზიკაში მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიიდან (მოსკოვი), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ), ფილოსოფიის დოქტორის (PhD) კურსი ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ). 2011 წელს ლევან სურგულაძე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ დაინიშნა, 2014 წლიდან კი კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top