ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 

ეს პერსონა

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს" - წერია ოფიციალურ Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში დღეს, 7 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კი გულის შეტევა სახელდება.

ზაზა ურუშაძის რეჟისორობით გადაღებულია ესტონურ-ქართული ფილმი "მანდარინები“ 2013 წელს გამოვიდა. კინოსურათი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ასევე გადაღებულია ფილმები:

"მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989);
"აქ თენდება“ (1998);
"ცხელი ძაღლი“ (2003-2009);
"სამი სახლი“ (2008);
"დარჩი ჩემთან“ (2011);
"ბოლო გასეირნება“ (2012).

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top