კახა კალაძე: 2020 წელს არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 წელს პროპორციულით

ეს პერსონა

კახა კალაძის განცხადებით 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული, არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 წელს იქნება პროპორციულით.

"აზრთა სხვადასხვაობა არის, არის დაპირისპირება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, არიან ადამიანები, რომლებიც მომხრე არიან მხოლოდ მაჟორიტარულის. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული, არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 წელს იქნება პროპორციულით. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო, კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა და ახლა კიდევ რაღაც სიახლის შემოტანა არ მოხდება, თან როდესაც არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს“, – ამბობს თბილისის მერი.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top