გიორგი გახარია კახა კალაძეზე - უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ალბათ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, კახა კალაძე თბილისის საუკეთესო მერი არის და უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ალბათ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა.

"კალაძე არის თბილისის საუკეთესო წარმატებული მერი. იგი ძალზედ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქალაქში, არის მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის. რაც უფრო ძლიერი მსგავსი პოლიტიკოს პოლიტიკოსი გვეყოლება გუნდში, მით უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება. უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ალბათ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა“, - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი, 6 დეკემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა. არ დასწრების მიზეზად კალაძე გლდანის გამგეობის მუშაობის ანგარიშის განხილვაზე ყოფნა დაასახელა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top