"არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეხვედრისთვის" - კახა კალაძე

ეს პერსონა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

„შეხვედრაზე ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. თუმცა არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეხვედრისთვის, დიალოგისთვის. მე მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია" - აღნიშნა მერმა. 

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top