გიგა ბოკერია: მოსამართლეების კენჭისყრას მოჰყვება მწვავე პროტესტი და პიკეტირება

ეს პერსონა

გიგა ბოკერიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსამართლეების უმრავლესობა კრიტიკას ვერ უძლებს.

"მოსამართლეების უდიდესი ნაწილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სამარცხვინოები იყვნენ, კორუფციის ნიშნებით, სრული არაკომპეტენტურობით და ხელისუფლების მონური მორჩილებით. მოსამართლეების კენჭისყრას და ამ უტიფრობას თუ დააპირებენ, ამას მოჰყვება მწვავე პროტესტი და პიკეტირება აუცილებლად. ამით კიდევ უფრო დაამძიმებენ მათ პოლიტიკურ ბედს“, – ამბობს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა გაიმართება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top