"ვილოცებ რეფორმის წარმატებისთვის... " -საპენსიო სააგენტოს დირექტორი, რომელიც პოსტს ტოვებს

ეს პერსონა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს.  

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დაგროვებითი რეფორმის მიმართ ნდობას არ შეარყევს.

“რეფორმასთან დაკავშირებით თავიდან ისმოდა კითხვები. ჩვენმა სააგენტომ იმუშავა ძალიან ბევრი და კარგად და დღეს ეს ნეგატივი ასე თუ ისე არის ნიველირებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ.

რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით მორალურად”,- განაცხადა ლევან სურგულაძემ.

 

წყარო: bm.ge
0
1
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top