რა ეტაპზეა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა - ვიდეო

ეს პერსონა

ბათუმში ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.  სტადიონზე მინდვრის საფარი უკვე დააგეს.  შპს სტადიონის დირექტორის, ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით, ამჟამად  მე-2 იარუსზე  სკამების მონტაჟი მიმდინარეობს და ეწყობა საპარკინგე სივრცე.

  "მინდვრის საფარის დაგება დავასრულეთ. საფარის დასაგებად გამოყენებულია პოას ჯიშის, უმაღლესი ხარისხის ბალახი. პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ სკამების მონტაჟს, გარე პერიმეტრის მოპირკეთებასა და საპარკინგე სივრცის მოწყობას", - განაცხადა სურმანიძემ. 

 უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20 000 მაყურებელს დაიტევს. 

2
0
1
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top