"გაყოფილი და გახეთქილი საზოგადოება ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში" - სალომე ზურაბიშვილი

ეს პერსონა

ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ დემოკრატიას მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„არ უნდა გავიმეოროთ, რომ კმაყოფილები ვართ მიღწეულით. ჩვენი მიზანია ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობები და ჩარჩო შევქმნათ. მე ამ კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. სხვა ალტერნატივა არ აქვს არც ხელისუფლებას და არც მოქალაქეებს. იმედი მაქვს, რომ სკეპტიციზმისთვის ადგილი არ დარჩება მომავალში. მე არ მინდა ვთქვა, რომ არ არის სირთულეები, არის სირთულეები ევროკავშირთან დაკავშირებით. არის როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. კრიზისების დროს ევროკავშირსაც აქვს სირთულეები. ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის საერთოა. საქართველო აქ არ არის გამონაკლისი. არის საზოგადოების პოლარიზაცია და მოწადინებული ვარ ძალიან, რომ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. ვერც ერთი საზოგადობა, რომელიც პოლარიზებულია, ვერ გამონახავს რესურსებს. ვერც ერთი საზოგადოება, რომელიც სრულიად გაყოფილია ვერ შეძლებს, რომ დაძლიოს საარსებო პრობლემები. გაყოფილი და გახეთქილი საზოგადება ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში. დიალოგი კი აუცილებელია;

ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ დემოკრატიას მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიოთ, ეს ძალისხევა უნდა გაძლიერდეს. უნდა გაძლიერდეს, იმისთვის რომ მივაღწიოთ უფრო ნათელ მომავალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top