გიორგი გახარია საპენსიო სააგენტოს უფროსის გადადგომაზე: ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს

ეს პერსონა

ადამიანმა თქვა მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სურგულაძე თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს. 

„საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც სოციალური სტაბილურობის ქვეყანაში და გრძელვადიანი ძალზედ პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ბატონმა სურგულაძემ, მე როგორც ვიცი, საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებას მე კომენტარს ვერ გავუკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს და მოგეხსენებათ, სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ სხვა ბევრი მმართველი, ასევე ძალზედ პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე მმართველები,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

0
1
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top