ზურაბ აბაშიძე: საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა დღის წესრიგში არ დგას

ეს პერსონა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის თქმით,  არც  სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება. როგორც აბაშიძემ განაცხადა,  პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის  შეხვედრაზე კარასინის მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომ საქართველოში იგეგმებოდა მსგავსი ცენტრის გახსნა, რაზეც  მან უპასუხა, რომ თბ ილისში დაბრუნებისას ინფორმაციას გაეცნობოდა.

  შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება.   

  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top