ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, საბოლოო რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ

ეს პერსონა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციაში არ გაკეთდება ჩანაწერი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ. ამ მოთხოვნას ასამბლეას „ნაციონალურ მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ აყენებდა. ჩანაწერი ხმათა უმრავლესობით რეზოლუციაში არ მოხვდა.

„შიდა პოლიტიკის საკითხია და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჩვენ არ გვექნება. რეზოლუციაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უნდა იქნას პოლიტიკურ ძალთა შორის საერთო კონსენსუსი მონახული“,- აღნიშნა ნაჩო ამორ სანჩესმა.

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top