ვლადიმერ პუტინმა ხანგოშვილის მკვლელობაზე პირველი კომენტარი გააკეთა

ეს პერსონა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, პირველად კომენტარი გააკეთა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინში აგვისტოში მოკლული იპოვეს.  

რუსეთის პრეზიდენტმა მოკლული რუსეთში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში დაადანაშაულა.

"ის ჩვენ ქვეყანაში ძებნილი იყო. ის ძალიან სასტიკი და სისხლიანი ადამიანი იყო, მხოლოდ ერთ "აქციაში", რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა 98 ადამიანი მას მიერ იყო მოკლული. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტისა." - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შემდეგ, პარიზში გაიმართა. პუტინმა ასევე დაამატა, რომ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურებს კავშირი არ აქვთ.  

თუმცა ანგელა მერკელმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორმხრივ მოლაპარაკებებში რომელიც პუტინთან გაიმართა, მან პირობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ის დაეხმარებოდა გერმანიას ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში. 

გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული საქართველოს მოქალაქის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top