ჩილეში 38 მგზავრით დატვირთული სამხედრო თვითმფრინავი დაიკარგა

ეს პერსონა

ჩილეში სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, დაკარგული თვითმფრინავი ანტარქტიდის არეალში დაიკარგა. ბორტზე 21 მგზავრი და 17 ბორტის წევრი იმყოფებოდა. ამ წუთებში თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობას.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, თვითმფრინავიდან ავარიული სიგნალი არ ყოფილა, ხოლო პილოტი გამოცდილია, თვითმფრინავი თითქმის ნახევარ გზაზე იყო მისული როცა რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ანტარქტიდის ავიაბაზაზე ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა.

თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობისთანავე, სავარაუდო არეალში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ხომალდები და თვითმფრინავები არიან ჩართული.

 

 

Gráfica que complementa Comunicado de Prensa #FACh pic.twitter.com/Elcbaudk48

— Fuerza Aérea de Chile (@FACh_Chile) December 10, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top