აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი საქართველოს 7 სახანძრო-სამაშველო მანქანას გადასცემს

ეს პერსონა

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 6 ახალი, მაღალი გამავლობის და 1 სახანძრო ავტომობილი გადაეცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალს - ტომას კარდენს და აშშ-ის თავდაცვითი თანამშრომლობის ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს საგანგებო სიტუაციების დროს სახელმწიფო სტრუქტურების მზაობის და გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის სწავლებებისა და სემინარების ორგანიზებაში. აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი, ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განახლების პროცესში.

აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალმა - ტომას კარდენმა ქართველი მეხანძრე-მაშველები ჯორჯიის შტატში, ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მიიწვია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top