ზელენსკი: პუტინთან შეთანხმება რთულია

ეს პერსონა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების მიღწევა რთულია. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებს პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემდეგ უთხრა.

კერძოდ, მას ჰკითხეს, რა შთაბეჭდილებები დარჩა მას პუტინთან შეხვედრიდან და შეიძლება თუ არა მასთან შეთანხმება.

„შესაძლებელია შეთანხმება? ნახეთ, ძალიან რთულია შეთახნმება, მაგრამ დღეს იყო მომენტები, როცა რაღაცაზე, ზოგიერთ საკითხზე შევთანხმდით. იმიტომ რომ თითოეულ საკითხს დეტალურად განიხილავს... და ჩვენც ვიწყებთ თითოეული სიტყვის დარეგულირებას, ასე რომ, რთულია. უბრალოდ სხვა ადამიანი ვარ, სწრაფი. მეგონა და ეს-ესაა, შევთანხმდით... არა, აქ სხვანაირადაა, ასე ვთქვათ, სხვა ბიომექანიკა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 მისივე თქმით, „იყო დათმობებიც“, თუმცა იქვე დაამატა, რომ შტაბეჭდილებებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მათ „ცოტა დრო“ ჰქონდათ.

ზელენსკის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრისთვის 20 წუთი იყო გამოყოფილი, თუმცა ის ერთი საათი გაგრძელდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ შეხვედრაზე უამრავი პრობლემური თემა იყო განსახილველი, მას და პუტინს ყირიმის შესახებ არ უსაუბრიათ. ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 4 თვეში უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ხელახლა შეხვდებიან ერთმანეთს და მაშინ განიხილავენ ოკუპირებული ნახევარკუნძულის საკითხს.

ცნობისთვის, გუშინ,  სამი წლის განმავლობაში პირველად პარიზში„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოთხი ქვეყნის ლიდერმა: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

 

 

 

წყარო: Unian.net
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top