მიმდინარე კვირას ამ სამ ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მეტად გაუმართლებს - ასტროლოგიური პროგნოზი

ეს პერსონა

გამოვლინდა ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც ამ კვირაში ყველაზე მეტად გაუმართლებს. რუსი ასტროლოგის, პაველ გლობას შეფასებით, ამ კვირაში ბედი გაუღიმებს ლომებს, ქალწულებსა და თევზებს.

ლომი

ამ კვირაში ლომებისთვის ყველაზე კარგი დღეები ოთხშაბათი და ხუთშაბათი იქნება, ხოლო ყველაზე მეტად ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სიყვარულში გაუმართლებთ. მარტოხელა ლომები მოახერხებენ თავისი მეორე ნახევრის პოვნას, იმათ კი, ვისაც უკვე ჰყავთ შეყვარებული, შეძლებენ ურთიერთობების სხვა დონეზე აყვანას. გარდა ამისა, ლომებმა, შესაძლოა, ის ურთიერთობებიც აღადგინონ, რომლებიც ახლო წარსულში დაინგრა.

ქალწული

მიწის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის ეს კვირა პოზიტივით სავსე იქნება. ამ დროს საჭიროა სახლის საქმეებით დაკავება, ავეჯის ყიდვა, სახლის საახალწლოდ მორთვა, პატარა რემონტის მოწყობა და სახლის ძირფესვიანად დასუფთავება. გარდა ამისა, ასტროლოგი ურჩევს ქალწულბეს, არ თქვან უარი მოგზაურობასა და გარემოს შეცვლაზე. მიმდინარე კვირა ხელსაყრელი დროა ძვირადღირებული შენაძენისთვის, იქნება ეს მანქანა, ახალი ტექნიკა თუ ბინა.

თევზები

თევზებისთვის სასიკეთო პერიოდი იწყება, როცა პლანეტები და ვარსკვლავები მათ მხარეს არიან. აღნიშნული დრო იდეალურია სიახლეებისთვის, იქნება ეს სამსახურის შეცვლა თუ ძვირადღირებული შენაძენი. დადგა დრო, როცა თევზებმა უნდა დაძლიონ შიში და დაურწმუნებლობა. შეგიძლიათ, ახალი მიზნები დასახოთ, შეუდგეთ თქვენთვის საყვარელ საქმიანობას, დაგეგმოთ ქორწილი თუ ბავშვის გაჩენა.

 

 

0
3
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top