"ეძღვნება ზაზა ურუშაძის ხსოვნას... " - ვიდეო

ეს პერსონა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ზაზა ურუშაძის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა.

შეგახსნებთ, რომ 7 დეკემბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე.

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).

მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“ წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top