„მეუბნებოდა, ბევრს ჭამო“ – მამამთილის ფსიქოლოგიური ძალადობა რძალზე

ეს პერსონა

ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცს, რომელიც რძალზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ გაათავისუფლა პატიმრობიდან. 

ქალმა პოლიციისთვის მიმართვა დაოჯახებიდან 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა. მისივე ჩვენების მიხედვით, 15 წლის განმავლობაში ქალი მოძალადე მამამთილისგან ფსიქოლოგიური ძალადობისგან თავის დასაღწევად პერიოდულად ცივ ოთახში იკეტებოდა. ბოლო წლებში მასთან ერთად იყვნენ არასრუწლოვანი შვილებიც.

„ყოველდღე მეჩხუბებოდა და მამადლიდა საკვებს. მეუბნებოდა, ბევრს ჭამო… ყოველდღე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა. იძულებული ვიყავი, ავსულიყავი სახლის მეორე სართულზე და იქ ვყოფილიყავი სიცივეში…“ – ამბობს ქალი მოსამართლისთვის მიცემულ ჩვენებაში. 

ოზურგეთის სასამართლოში ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა მისი ადვოკატი დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლოში კი,  მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით შეუცვალა და აღნიშნა:

„სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ.ჩ.-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და პირობა დადო, რომ მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება, ის არის 66 წლის პენსიონერი, დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი,“ – აღნიშნავს მოსამართლე ვერა დოლიძე.

წყარო: batumelebi.ge
0
0
2
3
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top