ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

ეს პერსონა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა- ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა. ის დღეიდან  დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებს. ერქვანია პარლამენტში საპატრიარქოს კვოტით წარდგენილი დეპუტატია. 

"ქრისტეს მოძულეები, ღირსებააყრილი და უზნეო ადამიანები ცდილობენ, ქართველი ხალხი მოწყვიტონ იმ ფესვებს, რომლითაც საზრდოობს და ცოცხლობს ჩვენი ერი. სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ეკლესიის და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. რადგან როცა ეკლესიის მტრები ქრისტეს, ღვთისმშობელს და ჩვენს წმინდა მეფეებს შეურაცყოფდნენ, როცა ზნეობას და ღირსებას ფეხქვეშ თელავდნენ, როცა პატრიარქს და სასულიერო პირებს ცილს წამებდნენ, ხელისუფლება მშვიდად უყურებდა ამ პროცესს და არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. უფრო მეტიც - ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოითხოვა, ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადოებისთვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო. უმრავლესობამ სხვადასხვა თანამდებობებზე ეკლესიისა და პატრიარქის მოძულეები აირჩია. ხელისუფლებამ ღირსებისა და ზნეობის დამცველები ბნელებად და მარგინალებად შერაცხა და ქვეყანაში მიმდინარე უზნეო და გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადა." - ამბობს ერქვანია პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში.

ალექსანდრე ერქვანია მე-14 დეპუტატია, ვინც ბოლო პერიოდში უმრავლესობა დატოვა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top