ლევან დავითაშვილი: უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება

ეს პერსონა

უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალთან „ველური ბუნება“ მიცემულ ინტერვიუს.  მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება.

„უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება. ბატონი ბიძინას დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში იქნება დენდროლოგიური პარკი ასწლოვანი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის მცენარეებით. რაც შეეხება ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების პროცესს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მთავარია, ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდეს;

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცვის მიმართულების პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები, რომელიც უკანონო ხე-ტყის მოპოვებას უკავშირდება. დღეს სანქციები, გარემოსდაცვითი კანონდარღვევების მიმართ გამკაცრებულია და აღსრულების კუთხითაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი“, -აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top