Uber-ის მონაცემებით, 2017-2018 წლებში აშშ-ში სექსუალური ძალადობის 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა - ძალადობის მსხვერპლები იყვნენ როგორც კლიენტები, ასევე მძღოლები

ეს პერსონა

ტაქსის გამოძახების სერვისმა Uber-მა აშშ-ში 2017-2018 წლებში კლიენტებისა და მძღოლების მგზავრობის უსაფრთხოების ანგარიში გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის თანახმად, ორი წლის განმავლობაში კომპანიაში 5981 შეტყობინება შემოვიდა სექსუალური ძალადობის შესახებ ( რაც საშუალოდ დღეში 8 შეტყობინებას შეადგენს). აქედან 464 განცხადება გაუპატიურებას უკავშირდებოდა, 587 - გაუპატიურების მცდელობას. Uber-ის ანგარიშით, გაუპატიურება 5 მილიონი მგზავრობიდან ერთხელ ხდებოდა, ხოლო გაუპატიურების მცდელობა - 4 მილიონი მგზავრობიდან ერთ შემთხვევაში.

კომპანიის ინფორმაციით, გაუპატიურების მსხვერპლთა 92% კლიენეტები იყვნენ, ხოლო 7% - მძღოლები. გაუპატიურების მსხვერპლთა 89%-ს ქალები შეადგენდნენ, დაახლოებით 8%-ს - კაცები, ხოლო 1%-ზე ნაკლებს კი გენდერულად არაკონფორმული ადამიანები.

2017-2018 წლებში Uber-ის მძღოლებმა აშშ-ში 2.3. მილიარდი მგზავრობა განახორციელეს. საგზაო ავარიების შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა, ხოლო თავდასხმის შედეგად - 17 ადამიანი.

კომპანიის ანგარიშით, მგზავრობათა 99.9% უსაფრთხოდ დასრულდა.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top