რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ნაძვის ხე ვერ აანთეს - ადგილობრივმა მერმა ამაში „ბოროტი ძალები“ დაადანაშაულა - ვიდეო

ეს პერსონა

რუსეთში, რიაზანში სადღესასწაულო კონცერტის დროს თოვლის ბაბუას ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება არ გამოუვიდა. შეკრებილებმა ნაძვის ხეს ლექსიც წაუკითხეს: „მიდი, ნაძვის ხეო, ნუ ძუნწობ! აინთე! ერთი, ორი სამი, ჩვენო ნაძვის ხეო, აინთე“. შელოცვამ ვერ იმუშავა, რის შემდეგ ხალხმა უფრო მეტი პატრიოტულობით შესძახა ნაძვის ხეს: ერთი, ორი სამი - რუსულო ნაძვის ხეო, აინთე!“, თუმცა მათი და თოვლის ბაბუის მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

რამ შეუშალა ხელი საახალწლო "სასწაულს?" აღმოჩნდა, რომ ნაძვის ხეზე საახალწლო განათება არ დაუკიდიათ. ქალაქის მერმა, ელენა სოროკინამ შეცდომა "ბოროტი ძალების" ჩარევას დაუკავშირა.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება 14 დეკემბრისთვის გადაიტანეს.

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top