ახალციხე-ვალის გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა - არის მსხვერპლი

ეს პერსონა

უბედური შემთხვევა ახალციხე-ვალის გზაზე - ავარიას 50-წლამდე მამაკაცი ემსხერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
0
0
3
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top