რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

ეს პერსონა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, რუსთავი 2-ის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.

შეგახსნებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. საქმის განხილვა "რუსთავი2"-ის ყოფილმა მფლობელებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.

          

1
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top