პოპ-ჯგუფ Roxette-ის სოლისტი, მარი ფრედრიკსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეს პერსონა

ცნობილი შვედური პოპ ჯგუფ Roxette-ის სოლისტი, მარი ფრედრიკსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი 17 წლის განმავლობაში ებრძოდა თავის ტვინის კიბოს.

2016 წელს ავადმყოფობის გამო Roxette-მა აქტიური საკონცერტო საქმიანობა შეწყვიტა.

პოპ-ჯგუფი 1986 წელს დაარსდა. საერთაშორისო პოპულარობა დუეტს მეორე სტუდიურმა ალბომმა Look Sharp! მოუტანა. ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: Listen to Your Heart, It Must Have Been Love, How Do You Do!  და  Spending My Time.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top