სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

ეს პერსონა

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ინფორმაციას სახელმწიფო იუსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მოქალაქეები ამჟამად  გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც  ოჯახებს დაუბრუნდებიან.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 7 დეკემბერს,  სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრი მერაბ გამხიტაშვილი  ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მათთან ერთად ოკუპანტებმა დააკავეს 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილიც, თუმცა შემდეგ ის, როგორც არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top