ქუჩის არტისტმა Banksy-იმ ახალი გრაფიტი უსახლკარობის პრობლემას მიუძღვნა

ეს პერსონა

ბრიტანელმა ქუჩის მხატვარმა Banksy-მ ახალი გრაფიტი უსახლკარობას მიუძღვნა. ნახატზე ქუჩის სკამში შებმული ირმებია გამოსახული.

გრაფიტი ბირმინგემის ცენტრში, ე.წ. საიუველირო უბნის ერთ-ერთ კედელს ამშვენებს.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს უსახლკარო სახელად რაიანი, რომელიც ქუჩის სკამზე წევს, რის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირმებს მამაკაცი ზემოთ, ცისკენ მიჰყავთ.  

„ღმერთმა დალოცოს ბირმინგემი.

20 წუთში გადავუღეთ რაიანს სკამზე, გამვლელებმა მისცეს მას ცხელი სასმელი, შოკოლადის 2 ფილა და ასანთი - მას არც კი უთხოვია“, - წერია Banksy-ის Instagram-პოსტზე. ვიდეოს 3 მილიონამდე ნახვა აქვს.

ვანდალებისგან დასაცავად ნამუშევრის გარშემო პლასტიკის ბარიერები ააგეს. ამის მიუხედავად უცნობმა პირმა ირმებს წითელი ცხვირები მიუხატა.

საიუველირო კვარტლის განვითარების ფონდმა ვანდალურ ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ Banksy-ის გრაფიტის „დაცვა მნიშვნელოვანია“. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ლუქ კრეინის თქმით, უსახლკარობის პრობლემის შესახებ Banksy-ის ნამუშევრის შენარჩუნებამ შესაძლოა, „რეალური გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე“.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top